მუნიციპალური განვითარების ფონდი კასპში ინოვაციური ცენტრის - ტექნოპარკის მშენებლობას იწყებს.
პროექტის ფარგლებში აშენდება ორ-სართულიანი შენობა, სადაც განთავსდება სამუშაო და სასწავლო ოთახები, ე. წ. ფაბ-ლაბი, საკონფერენციო და დამხმარე სათავსოები, სამუშაო სივრცე.
იგეგმება ღია ტერასის მოწყობაც სხვადასხვა აქტივობისთვის, ტერიტორიის კეთილმოწყობა შემოღობვით, პარკირებითა და გამწვანებით. პროექტში გათვალისწინებულია შშმ პირთა საჭიროებები.
სამშენებლო ტენდერი გამოცხადდა 2018 წლის 10 ოქტომბერს და გაიხსნება 9 ნოემბერს. სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღია 2019 წლის თებერვალი.
იქვე აშენდება 200 სტუდენტზე გათვლილი პროფესიული კოლეჯიც.