წალკის კანიონზე წელს 53 ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 20 მილიონ დოლარს შეადგენს. კომპლექსი სტუმრებს ზაფხულიდან უმასპინძლებს.
"წელს ვგეგმავთ სასტუმროს გახსნას, რომელიც ასევე მოიცავს სპას და საკონფერენციო ოთახებს. რეზორტი 3 სახის რესტორანს აერთიანებს და მათ შორის ერთ-ერთი იქნება სასტუმროში. ამჟამად, მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, ძირიადი ნაწილი უკვე დასრულებულია და დაიწყება სარემონტო სამუშაოებიც. ზაფხულში უკვე შეგვეძლება სტუმრების მიღება. ასევე, იქედან გამომდინარე, რომ დიდი პოპულარობით სარგებლობს ბაიკლაინი და გიგანტური საქანელა, ვფიქრობთ სხვა ექსტრემალური ატრაქციებიც დავამატოთ.“- აცხადებს წალკის კანიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ეთი ბეკურაშვილი.
აღსანიშნავია, რომ კანიონს წელს 100 000 ზე მეტი ვიზიტორი ეწვია, და როგორც კომპანია კას ლენდში აცხადებენ, ტურისტების რიცხვი გაზრდილია არატრადიციული ბაზრებიდან, სასტუმროს ამოქმედების შემდეგ კი კიდევ უფრო მეტ ვიზიტორს ელიან.
ცნობისთვის, "კასლენდ დაიმონდ რეზორტი" 2022 წელს გაიხსნა, რომლის საინვესტიციო მოცულობაც 120 მილიონ ლარს შეადგენდა. აღნიშნულ თანხაში არ შედიოდა სასტუმროსთვის გამოყოფილი $20 მლნ-იანი ინვესტიცია.
BP.GE