„კასტელო მარე“: რკინიგზის გამო გაჩენილი ბზარების აღდგენაზე წელიწადში 100 000 ლარს ვხარჯავთ
ციხისძირში სასტუმრო „კასტელო მარეს“მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური დარბაზის მშენებლობა იგეგმება”-ამის შესახებ ბიზნესმენმა სოსო ორჯონიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, კასტელო მარეს პროექტი ამ ეტაპზე ბოლომდე დარულებულია, მაგრამ საჭიროებიდან გამომდინარე მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური დარბაზისა და ახალი აპარტ ოტელის მშენებლობა იგეგმება. ორჯონიკიძე იმასაც ამბობს, რომ რკინიგზა წლებია ამ ტერიტორიის პრობლემაა. ბიზნესმენის ინფორმაციით, რკინიგზისგან გამოწვეული ბზარების აღდგენაზე 100 000 ლარი იხარჯება.
“კასტელო მარეს პროექტი მთლიანად დამთავრებულია, მაგრამ კასტელო მარეს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს განვითარების გეგმა. იქ იგეგმება მრავალფუნქციური დარბაზის მშენებლობა, რომლის საჭიროებაც არსებობს და იგეგმება მათ შორის აპარტოტელის გახსნაც, უშუალოდ კასტელო მარეს ტერიტორიაზე, მაგრამ აქ არის ერთი დიდი პრობლემა, რკინიგზის პრობლემა. ჩვენ მარტო ბზარების აღდგენაზე წელიწადში 100 000 ლარს ვხარჯავთ, “-აცხადებს სოსო ორჯონიკიძე.
სასტუმრო “კასტელო მარე” 2016 წელს გაიხსნა. სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი შედგება 8 სხვადასხვა კატეგორიის 90 ნომრისგან. იგი მოიცავს შიდა და გარე საცურაო აუზს, სპა ცენტრს, რესტორანს, ღია ბარს ტერასაზე და სანაპიროზე.
სოსო ორჯონიკიძე კომპანია Rezid Holding GmbH-ის გენერალური დირექტორია, რომელიც ფლობს KING DAVID-ს, კასტელო მარეს სასტუმროს ციხისძირში და ა.შ.
bm.ge