ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კახა კალაძეს თბილისში დაუსრულებელი მშენებლობები არ მოსწონს
17 აგვისტო, 2018

კახა კალაძე სამშენებლო კომპანიებს მოუწოდებს თბილისში არსებულ დაუსრულებელ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით, წინადადებები თბილისის მერიაში წარადგინონ.

როგორც თბილისის მერი ამბობს, დედაქალაქში 179 დაუსრულებელი შენობა-ნაგებობაა. მისივე განცხადებით, დაუსრულებელი შენობა-ნაგებობები დედაქალაქის იერსახის თვალსაზრისით, პრობლემას და დისკომფორტს ქმნის. „ქალაქში მრავლად გვაქვს დაუსრულებელი შენობა-ნაგებობები.

დასრულდა აღწერა. არსებულ მდგომარეობაზე პრემიერ-მინისტრთან საუბარი მქონდა. შესაბამისად, მისგან და ცენტრალური ხელისუფლებისგან არის მხარდაჭერა, რომ პრობლემა მოგვარდეს. მივმართავ დეველოპერებს, სამშენებლო კომპანიებს, არქიტექტორებს - გააქტიურდით. ქალაქში წლობით დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების პრობლემა არსებობს. მოგმართავთ, რომ იაქტიუროთ, მობრძანდეთ და თქვენი წინადადებები მოიტანოთ.

ჩვენ ხელს შეგიწყობთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ ეს პრობლემები და ქალაქში დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობები არ გვქონდეს“, - აღნიშნა მერმა. კახა კალაძე ამბობს, რომ დაუსრულებელი შენობების კარგი მაგალითი შეიძლება მერიის მიმდებარე ტერიტორია იყოს. "მგონია, არავის მოგწონთ არსებული ხედი, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი."

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.