,,ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ წელს გაფართოებას და ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს. კლინიკაში აცხადებენ, რომ ახალი ობიექტის გახსნა სერვისებზე მუდმივად მზარდი მოთხოვნის გამო გადაწყდა. როგორც კლინიკის ხელმძღვანელი კახაბერ ხარებავა ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, ობიექტი საბურთალოს ტერიტორიაზე გაიხსნება. 2024 წელს იგეგმება ასევე იტალიურ ლაბორატორიასთან კოლაბორაციაა, რაც კლინიკას მეტ მასშტაბზე გასვლის საშუალებას მისცემს.
კახაბერ ხარებავას შეფასებით, დატვირთულობის კუთხით 2023 წელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ეს ტრენდი წლის განმავლობაშიც შენარჩუნდება.
‘’2023 წელს, კლინიკის განვითარების, ასევე პაციენტების ზრდის კუთხით ზრდა დავაფიქსირეთ. გვქონდა ასევე უამრავი საინტერესო პროექტი, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ფარგლებს გარეთ“, - აცხადებს კლინიკის დირექტორი.
კახაბერ ხარებავა განსაკუთრებულ აქცენტს სამედიცინო ტურიზმზეც აკეთებს და აღნიშნავს, რომ სტომატოლოგიის წვლილი სფეროს განვითარებაში დიდია. შესაბამისად, გაზრდილია იმ მოქალაქეების რიცხვიც, რომლებიც კლინიკას უცხოეთიდან სტუმრობს.
‘’2023 წელი მნიშვნელოვანი იყო სამედიცინო ტურიზმის განვითარების კუთხით, რამაც გაზარდა ტურისტების რაოდენობა და შესაბამისად გაიზარდა ჩვენი თანამშრომელიც რიცხვიც. სამედიცინო ტურიზმი ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ კარგად განვითარდა. ჩვენი კომპანიის მაგალითზე, შედეგი ნამდვილად კარგია. პაციენტების რაოდენობა ჩვენს კლინიკაში მუდმივად იზრდება. საქართველოში ისინი მაღალი ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურების მისაღებად ჩამოდიან. სწორედ ამან გამოიწვია ფილიალის გახსნის საჭიროება. უცხოელი პაციენტების წილი 2023 წლის მონაცემებით, 30%-ია და ამ მაჩვენებელს წელს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ“, - აცხადებს კახაბერ ხარებავა.
მისივე შეფასებით, კლინიკა მულტიპროფილურია. ეს ნიშნავს, რომ ერთ სივრცეში სხვადასხვა სტომატოლოგიური მიმართულების მომსახურებას მიიღებთ, ესენია: თერაპია,ქირურგია, ორთოპედია, ორთოდონტია, პაროდონტოლოგია, იმპლანტოლოგია, ბავშვთა სტომატოლოგია, 3D კომპიუტერული ტომოგრაფია. გარდა ამისა, ინერგება ახალი მიდგომები, მათ შორის, კერამიკული ჩანართები, ბჟენების ნაცვლად.
ცნობისთვის, ,,ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკა“ Dentsply Sirona-ს პარტნიორობით გახსნილი კლინიკაა, რომელსაც კავკასიის რეგიონში გერმანული წარმომადგენლობითი კლინიკის სტატუსი აქვს მინიჭებული. ქართულ ბაზარზე იგი 2019 წელს დაფუძნდა. ამ დროისთვის კლინიკაში 100 ადამიანია დასაქმებული, ხოლო პარტნიორი კომპანიების რიცხვი 500-ს აღწევს.
კლინიკის საწყისი საინვესტიციო ღირებულება $120 000-ს შეადგენს. სამედიცინო დაწესებულება თბილისში, ვერაზე, ქუჩიშვილის 11 ნომერში მდებარეობს. რაც შეეხება ახალ ფილიალს, გახსნა შემოდგომაზე იგეგმება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 200 000 დოლარია.
bp.ge