ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდის აღდგენა-რეკონსტრუქცია იწყება
14 ივნისი, 2018

დედაქალაქის მერია კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის (ე.წ. ვარკეთილის ხიდები) აღდგენა-რეკონსტრუქციას იწყებს.

„პროექტი ეფუძნება კვლევას, რომლითაც მისი ტექნიკური მდგომარეობა შეფასდა და აღდგენითი სამუშაოების საჭიროება დადგინდა. ხიდების რეკონსტრუქცია 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროცესი დაზიანებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟს, ახლის აშენებას, ჰიდროიზოლაციისა და წყალარინების სისტემის მოწყობასა და სხვა სახის სამუშაოებს მოიცავს. ძირითადი კონსტრუქციის აღდგენის შემდეგ კი, ასფალტის ახალი საფარი დაიგება“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური ახორციელებს. სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია „პასაჟი საქართველო“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 1 581 600 ლარია.

პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე, სამი თვით, საავტომობილო მიმოსვლა შეიზღუდება თბილისიდან აეროპორტის მიმართულებით; აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო მიმოსვლა გადაერთვება საპირისპირო მიმართულებაზე და მოძრაობა ორმხრივი გახდება; სამუშაოების წარმოების მეორე ეტაპზე, შეზღუდვა აეროპორტიდან თბილისისკენ მომავალ მიმართულებაზე იმოქმედებს და საპირისპირო მიმართულება გახდება ორმხრივი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.