დედაქალაქის მერის თქმით, უახლოეს მომავალში კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდება.
თბილისი მერია კახეთის გზატკეცილის სრულ რეაბილიტაციას გეგავს.
როგორც კახი კალაძემ ქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უახლოეს ხანებში ამ მიზნით ტენდერის გამოცხადდება.
,,საკმაოდ მასშტაბური და ძვირადღირებული პროექტია გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ ამ პროექტის განხორციელება აუცილებელია“, – განაცხადა კალაძემ.