კახეთის რეგიონში ნარჩენების ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ურნები განთავსდება.
გერმანული წარმოების პლასტმასის 1100-ლიტრიანი 1800 ურნა კახეთის რეგიონს, მუნიციპალიტეტებში განსათავსებლად უკვე გადაეცა.
ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ევროსტანდარტების შესაბამისი ურნებით საქართველოს სხვა რეგიონებიც ეტაპობრივად აღიჭურვება. ჯამში მუნიციპალიტეტებში 10 000 კონტეინერი გადანაწილდება, რაც რეგიონებსა და ტურისტულ ზონებში სისუფთავის შენარჩუნებას, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
საქართველოს მასშტაბით მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების ახალი კონტეინერების შესაძენად ჯამში 5, 5 მლნ. ლარზე მეტი დაიხარჯა.
www.travelingeorgia.ge