ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კახეთში 4-ზოლიანი მაგისტრალი აშენდება - თბილისი-ბაკურციხის გზა 1.6 მლრდ ლარი დაჯდება
09 ივლისი, 2021

კახეთში ახალი 4-ზოლიანი მაგისტრალი აშენდება. ამის შესახებ დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. თბილისი-ბაკურციხის 85-კილომეტრიანი გზის მშენებლობას მისი თქმით, სულ 1.6 მილიარდი ლარი დასჭირდება. ამ საგზაო პროექტის პირველ ნაწილზე, თბილისი-საგარეჯოს 35.2-კილომეტრიანი მონაკვეთის ორი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. მათი მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 650 მილიონი ლარია. 

დღესვე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანის შემოვლითი გზა გახსნა - 15.5 კილომეტრტიანი გზა ქალაქ გურჯაანს და მის მიმდებარედ არსებულ 6 სოფელს უვლის გზას. პროექტის მშენებლობა 38 მილიონი ლარი დაჯდა და ის მსოფლიო ბანკის კრედიტით დაფინანსდა.

"ამ მონაკვეთის გავლას 10 წუთი დასჭირდება, მაშინ როდესაც არსებული გზის გავლას იდეალურ შემთხვევაში 25-30 წუთი სჭირდებოდა. უკვე გამოცხადებული გვაქვს ბაკურციხე-წნორის მონაკვეთის 16-კილომეტრიანი გზის ტენდერი, რომელიც იქ არსებულ გამოწვევებს გადაჭირს. ფაქტობრივად, ორღობეში დადიოდა ტრაილერი და მას ახალი შემოვლითი გზა ამას შეცვლის. ესეც 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა იქნება. ამ მონაკვეთის გავლასაც 11 წუთი დასჭირდება. ივლისში გაიხსნება ტენდერი და შემოდგომაზე უკვე სამობილიზაციო სამუშაოები დაიწყება. ამ პროექტს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს და მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 97 მილიონი ლარი იქნება," - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, კახეთში ახალი გზების მშენებლობაზე ჯამში 2 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება. 

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.