კახეთში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა” და თბილისის აეროპორტის ოპერატორ კომპანია "TAV Georgia"-ს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
როგორც Knews.ge-სთან კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, TAV Georgia-სთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ საუბარი ინვესტორთან გაგრძელდება.
მშენებლობის ლოკაციებად კვლავ თელავში არსებული სასწავლო აეროდრომი, ე.წ აეროპორტი „მიმინო“ და წნორში არსებული ძველი აეროდრომი განიხილება.
"TAV Georgia-სთან გაფორმებული ხელშეკრულება 2021 წლამდე შესაძლებლობას არ იძლევა თბილისთან ახლოს ამუშავდეს აეროპორტი, რომელიც საერთაშორისო რეისებს მოემსახურება. აეროპორტის მშენებლობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. საჭიროა ყველა საკითხის კონცეპტუალურად შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
www.travelingeorgia.ge