კახეთში რთველი 2017-ის საკოორდინაციო შტაბი 24 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნება- ინფორმაცია imedinews-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, სოფლის მეურნეობის მინისტრი ღვინის მწარმოებლებს თბილისში უკვე შეხვდა, სადაც კომპანიებმა რთველის წარმატებულად ჩაბარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
რაც შეეხება რთველს, ის ტრადიციულად დედოფლისწყაროდან, სექტემბრიდან დაიწყება და ეტაპობრივად, მთელ კახეთს მოიცავს. სუბსიდირებასთან დაკავშირებით წელს ცვლილებებია. ცნობილია, რომ საფერავის ჯიშის ყურძენზე სახელმწიფო სუბსიდია აღარ იქნება.
2017 წლის რთველის ორგანიზებულად და წარმატებით ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ სპეციალური განკარგულება მიიღო, რომლის მიხედვითაც, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ხარსისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება არ არსებობს და აღარ გაიცემა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და მანავის მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახლმწიფოსგან დამატებით 35 თეთრს მიიღებენ.
commersant.ge