თელავში ყორჩიბაშიშვილების XVIII საუკუნის ციხის რეაბილიტაცია იწყება.
ჩრდილო-აღმოსავლეთ ბურჯის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით წინა საპროექტო კვლევითი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „ბჭის კარი“ უკვე დაიწყო.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ძეგლის აზომვითი, ტოპოგრაფიული და გეოლოგიური კვლევითი სამუშაოები, კერძოდ მომზადდა ორი შურფი, რომლის მიზანია ძეგლის საძირკვლისა და კონსტრუქციული მდგომარეობის შესწავლა.
აზომვითი და საპროექტო-კვლევითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, თელავის მუნიციპალიტეტის მერია ძეგლის რეაბილიტაციას განახორციელებს.
www.travelingeorgia.ge