„KAZBEGI HELICOPTERS”-ი გოდერძის უღელტეხილზე სასტუმროს 2021 წლის ზაფხულზე გახსნის
კომპანია „kazbegi helicopters” გოდერძის უღელტეხილზე სასტუმროს მშენებლობას მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყებს, რომელიც 2021 წლისთვის დასრულდება და ზაფხულის სეზონისთვის გაიხსნება.
კომპანიის დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილმა პირველად ყაზბეგსა და გოდერძის უღელტეხილზე სასტუმროების გახსნის იდეაზე 2018 წლის გაზაფხულზე ისაუბრა. ასათაშვილმა bm.ge-სთან საუბრისას განმარტა, რომ დაგეგმარების პროცესი გაიწელა და სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდა აქამდე სასტუმროს მშენებლობის დაწყება. მისი თქმით, სასტუმროს მხოლოდ გოდერძის უღელტეხილზე ააშენებენ, ხოლო ყაზბეგში ძირითადი აქცენტი ვერტმფრენის ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე გაკეთდება.
„სასტუმროს მშენებლობისათვის სამუშაო სეზონი არის ძალიან მოკლე, ამიტომაც მინიმუმ ორი სეზონი მაინც დაგვჭირდება. გახსნას 2021 წლის ზაფხულისთვის ვგეგმავთ. სასტუმროს პროექტის განსახორციელებლად 1 350 000 ლარი გამოვყავით. სასტუმროში 35 სტუმარი და დამატებით პერსონალი განთავსდება“- განმარტავს ასათაშვილი.
როგორც ასათაშვილმა bm.ge-სთან საუბარისას განაცხადა, გოდერძის უღელტეხილის გარდა სხვა სასტუმრო პროექტების განხორციელებას ამ ეტაპზე არ იგეგმება.