ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ხონში 8000 კაციანი ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა
26 ივლისი, 2017

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში მასშტაბურმა ახალგაზრდულმა ბანაკი გაიხსნა.

პროექტის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება'' (,,INDEPENDENT CHILDREN & STUDENTS UNION'') არის. ახალგაზრდულ ბანაკში სულ 8 000 – მდე უფროსკლასელი დაისვენებს. მოსწავლეები, გორდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 63 მუნიციპალიტეტიდან ჩავიდნენ. ბანაკი ბენეფიციარებისთვის არაფორმალური განათლების მიცემასთან ერთად, სოციალურ ხასიათსაც ატარებს. პროექტის ფარგლებში გორდში, ასევე საოჯახო სასტუმროების განვითარების ხელშეწყობაც მოხდება.

ბანაკის გახსნას იმერეთის ვიცე გუბერნატორი პაატა ნადირაძე ესწრებოდა.

ipress.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.