ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კიდევ უფრო დიდი გზა გველოდება წინ, რომელსაც საფუძვლად ჩაეყრება ის უკანასკნელი წლები, რომელიც ერთად გავიარეთ – ირაკლი ქარქაშაძე TAV Georgia-ზე
08 დეკემბერი, 2023

მინდა მადლობა გადავუხადო TAV Georgia-ს იმ სამუშაოსთვის და იმ პროექტებისთვის, რომელიც მათ განახორციელეს საქართველოში, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს აეროპორტების ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე TAV Georgia-ს წვლილს და როლს ქართული ავიაციის განვითარებაში.

„ჩვენ ქართულ ავიაციას ერთობლივად ვავითარებთ უკვე 18 წელია. თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს TAV Georgia, რომელიც გახლავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ეს არის ძალიან აქტიური, ძალიან დინამიკური პროცესი და მინდა მათ მადლობა გადავუხადო, იმ სამუშაოსთვის და იმ პროექტებისთვის, რომელიც მათ განახორციელეს საქართველოში. ძალიან დიდი გზა გავიარეთ ერთად და კიდევ უფრო დიდი გზა გველოდება წინ, რომელსაც საფუძვლად ჩაეყრება ის უკანასკნელი წლები, რომელიც ჩვენ ერთად გავიარეთ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

avianews.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.