ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კიკეთის ფერმა - სარეკრეაციო კულტურულ საგანმანათლებლო სივრცე
24 აპრილი, 2023
კიკეთში, თბილისიდან 25 კილომეტრის დაშორებით, 1100 მეტრზე, საბჭოთა პერიოდის ფერმის ადგილზე მოწყობილია
მულტიფუნქციური, სარეკრეაციო, კულტურულ საგანმანათლებლო სივრცე კიკეთის ფერმა“, რომელიც საქართველოში ეკოტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.
 
ჩვენს ტერიტორიაზე, რომელიც 10 ჰექტარზეა გაშლილი, დღეისათვის ფუნქციონირებს მარანი, ფერმა, თავლა, სპა
ცენტრი, შემეცნებით საგანმანათლებლო სივრცე მასტერკლასებისთვის, სათბურები და ვარდების სანერგე მეურნეობა.
 
„კიკეთის ფერმის“ ტერიტორიაზე აღდგა ძველი ფერმა, რევიტალიზაცია განიცადეს გასული საუკუნის სათბურებმა, რესტავრაცია ჩაუტარდა ცალკეულ ნაგებობებს, მათ შორის საქართველოს რეგიონებიდან ჩამოტანილ ოდა სახლებს.
 
 
 
ჩვენი ფილოსოფია გულისხმობს ბუნებაში მინიმალური ჩარევის გზით, ახალი სივრცეების შექმნას და არსებული
ნაგებობებისთვის ავთენტური იერის შენარჩუნებას, ბავშვებისა და ახალგაზრდების ბუნებასთან დაახლოებას,
ადგილობრივი მეურნეობის განვითარებასა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
 
„კიკეთის ფერმის“ ღია და დახურულ სივრცეებში, სიმწვანეში და სიმშვიდეში , შესაძლებელია მრავალფეროვანი ღონისძიებების გამართვა. მათ შორის: გამოფენების, კონფერენციების, ქორწილების, მუსიკალური და კორპორაციული საღამოების, ტრენინგების, პრეზენტაციების, კინოჩვენებებისა თუ თეატრალური წარმოდგენების.
 
ეკო მეგობრული სივრცეების საშუალებით, ნებისმიერ სეზონზე, ჩვენს ვიზიტორს შეუძლია განსაკუთრებული
გამოცდილების მიღება.
 
მარანი
კლდეში გამოკვეთილი მარანი აწარმოებს ტრადიციული ქართული მეთოდით დამზადებულ ქვევრის და ასევე მუხის
კასრებში დავარგებულ ღვინოს. მარანში ტემპერატურა ბუნებრივად ნარჩუნდება, კიკეთის ჰავა კი ნელ ფერმენტაციას და
ღვინის განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს განაპირობებს.
 
კიკეთის მარნის მთავარი მიმართულება ნატურალური მეღვინეობაა. ამ ეტაპზე ღვინის ნაირსახეობა საქართველოს ოთხ რეგიონს აერთიანებს კახეთი ( საფერავი, რქაწითელი, ხიხვი), იმერეთი (ოცხანური, გურია (ჩხავერი) და ქართლი.
მარანში შესაძლებელია როგორც ღვინის დეგუსტაცია, ისე ჭაჭის დაგემოვნება.
 
თავლა
 
 
„კიკეთის ფერმაში“ ბავშვებისა და უფროსების ბუნებასთან დაახლოების მიზნით, ვიყენებთ იპოთერაპიას. სპეციალურად
სავარჯიშოდ შერჩეული ცხენების საშუალებით სტუმარს შეუძლია ჯირითის შესწავლა, ცხენებით გასეირნება და
საცხენოსნო ლაშქრობებში მონაწილეობა. კიკეთის თავლაში 15 სხვადასხვა სახეობის ცხენია, მათ შორის ანგლო ახალ თექური, არაბული, თერგული, ანგლო არაბული, კარაჩაული და ადგილობრივი. ტერიტორიაზე განთავსებულია ქვიშიანი სავარჯიშო მოედანი და სპეციალურად ცხენების სასეირნოდ განკუთვნილი სივრცე.
 
სპა ცენტრი
 
ლონდონის ორი ფილიალის შემდეგ, სპა ცენტრი Banya No.1” კიკეთში გაიხსნა. შენობა არქიტექტურისა და ლანდშაფტის
სინთეზს წარმოადგენს. კიკეთის ფერმის კლდის ნაწილში მდებარეობს, საიდანაც იშლება პანორამული ხედები ბუნებაში.
შენობაში განთავსებულია ორთქლის ოთახები, სივრცეები გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის, დასვენებისა და
განტვირთვის ზონები, ღია აუზი და ტერასა.
 
სპა ცენტრი სტუმარს სთავაზობს: დაორთქვლას ბუნებრივი, არყის ხის, მუხის და ევკალიპტის სურნელოვანი თაიგულებით;
მასაჟს და ორგანულ პროცედურებს (თაფლის და ზღვის მარილის ან ყავის სკრაბს, კლასიკურ მასაჟს, მცენარეულ
დეტოქსს, სხეულის დაბანას ციმბირული ტექნიკით); ადგილობრივ კერძებს.
 
ვარდების სანერგე
 
 
კიკეთის მულტიფუნქციური კომპლექსის ტერიტორიაზე შეხვდებით ვარდების სანერგე მეურნეობას, სადაც წარმოდგენილია 240 მდე ჯიშის ვარდის სახეობა ახალი ზელანდიიდან, ამერიკიდან და იაპონიიდან. ამავე ტერიტორიაზე განთავსებულია სივრცე
ფოტოსესიისთვისა და სადღესასწაულო ცერემონიებისთვის.
 
შემეცნებით საგანმანათლებლო სივრცე
 
 
 
კიკეთის სიმწვანეში სტუმრებს ვთავაზობთ საგანმანათლებლო შემეცნებით, სახალისო აქტივობებში მონაწილეობას, და ასევე,
ცხოველებთან ინტერაქციას . ჩვენი მიზანია, ბავშვები და მოზარდები დავაახლოოთ ბუნებასთან და გავუღვივოთ შემოქმედებითი უნარები.
 
მასტერკლასები 5 წლიდან ზემოთ: კოკედამას დამზადება ქოქოსის ქოთნის მოხატვა და მცენარეების ჩარგვა ჭილოფის ქუდის გაფორმება ჰერბარიუმის ბარათების დამზადება დეკორატიული ჩიტების გაფორმება ფერდინანდის პორტრეტის დეკუპაჟი
სადღესასწაულო (საშობაო, სააღდგომო) მასტერკლასები.
 
გაკვეთილები ბუნებაში
 
„კიკეთის ფერმის“ ტერიტორიაზე შესაძლებელია ბუნებაზე და მის ბინადრებზე დაკვირვება. ასევე, სკოლიდან გასვლითი
გაკვეთილების ჩატარება ისეთ საგნებზე როგორიცაა: ბუნებისმეტყველება, ისტორია, ბიოლოგია, ზოოლოგია, ხელოვნება და სხვა.
 
კონტაქტური ფერმა
 
 
კიკეთის ფერმაში სტუმრებს შეუძლიათ უფრო ახლოს გაიცნონ შინაური ცხოველები ( ბეკეკა, ბაჭიები, ქათმები, ვირი, ხბო და გოჭები) გოჭები), გამოკვებონ ისინი და მათ შესახებ მოისმინონ საინტერესო, აქამდე ნაკლებად ცნობილი ფაქტები.
 
გალერეა
 
კიკეთის ფერმის ტერიტორიაზე დაგეგმილია ევროპული სტილის, XIX XX საუკუნეების ფრანგული, ბელგიური, ჰოლანდიური და სხვა ქვეყნების 150 მდე ღუმელისთვის საგამოფენო სივრცის მოწყობა.
 
სათბური #1 ორანჟერეა
 
 
კიკეთის ფერმის ტერიტორიაზე გასული საუკუნის სათბურების რევიტალიზაცია განხორციელდა. თითოეულმა სათბურმა ახალი ფუნქცია შეითავსა. პირველ სათბურში ორანჟერეაში წარმოდგენილია ეგზოტიკური მცენარეები და იშვიათი ნივთების კოლექცია, ევროპული სტილის, XIX XX საუკუნეების ღუმელები, რომელთაც გამოარჩევს დახვეწილი ესთეტიკა, მასალისა და ფერთა მრავალფეროვნება. ორანჟერეა მზადაა უმასპინძლოს სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ღონისძიებებს.
 
 
სათბური #2 BBQ სათბური
 
ღია სივრცე მცირე ზომის შეხვედრებისა და ღონისძიებებისთვის. სათბური აღჭურილია BBQ სთვის საჭირო ინვენტარით.
 
სათბური #3 ზამთრის ბაღი
 
სათბურს აქვს ღია და დახურული სივრცეები, სადაც ღონისძიებების გამართვა შესაძლებელია ოთხივე სეზონზე.
 
მეურნეობა
 
ჩვენ ვქმნით ეკომეგობრულ გარემოს, მოგვყავს შეუწამლავი, უსასუქო ბოსტენული და ვამზადებთ ადგილობრივი წარმოების ნატურალური რძის პროდუქტებს. აქვე, შესაძლებელია ხორც პროდუქტების შეძენაც.
 
საფეხმავლო ბილიკები
 
კიკეთის ფერმიდან ენდემური ტყის გავლით, 15 წუთის სავალზე , აღმოაჩენთ პლატოს, საიდანაც იშლება პანორამული ხედები ალგეთის ხეობაზე.
 
 
+995 551 30 61 30
Kiketifarm@gmail.com
#28 Tskhra (9) Dzma Kherkheulidze Street. Kiketi , Georgia

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.