დაბა კიკეთში, ცომაიასა და თაყაიშვილის ქუჩების კაპიტალურ რეაბილიტაცია 30 ივლისს დასრულდება.
პროექტის განხორციელების შედეგად, მოწესრიგდება კიკეთის გადასახვევიდან ეკლესიამდე გზის მონაკვეთი, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო.
თბილისის მერის თქმით, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და დაიგება ასფალტის საფარი. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით დავიწყეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტი 1.6-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას და ბეტონის კიუვეტების 263 მ სიგრძეზე მოწყობას, ასევე, წყალგამტარი მილების გაწმენდა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 10 000 მ2 ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.
სამუშაოები მიმდინარე წლის 22 მაისს დაიწყო. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება. შესაბამის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „ჯეუ გრუპი“ აწარმოებს.
www.travelingeorgia.ge