ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
KING DAVID-ის მფლობელი: “თბილისი მზად არაა ასეთი ძვირადღირებული პროექტებისთვის”
08 აპრილი, 2019

“თბილისი მზად არ არის ასეთი ძვირადღირებული პროექტებისთვის”, – ამის შესახებ Rezid Holding GmbH-ის გენერალურმა დირექტორმა და საცხოვრებელ კომპლექს KING DAVID-ის მფლობელმა სოსო ორჯონიკიძემ BM.GE-თან განაცხადა. 

ბიზნესმენმა სწორედ KING DAVID-ის მსგავსი პროექტები იგულისხმა და მიზეზად მოგების „ძალიან პატარა მარჟა“ დაასახელა. 

“თბილისი მზად არ არის ასეთი ძვირადღირებული პროექტებისთვის, იმიტომ, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა ხელს არ უწყობს ასეთი დიდი პროექტების განხორციელებას. ძალიან პატარაა მოგების მარჟა, ამიტომაც არის, რომ სახლების უმრავლესობა შენდება „გაიოლებული ინფრასტრუქტურით“ ანუ შენდება ის, რაც მაგალითად იყიდება დღეს 600-700 დოლარად; შენობას, რომელსაც აქვს მხოლოდ კანალიზაცია და ცივი წყალი – დაარჩენი კი, ყველაფერი მოსახლეობის გასაკეთებელია. ეს არ შეეფერება 21-ე საუკუნეს და იმ ცხოვრების წესს, რომელიც თბილისს ჰქონდა. ამაზე სამუშაოა, თუ ჩვენ გვინდა მივიღოთ თანამედროვე პროექტები, მივიღოთ თანამედროვე დონის ინფრასტრუქტურა, რომელიც მოსახლეობის ცხოვრების წესს შეცვლის“, – ამბობს Rezid Holding GmbH-ის გენერალური დირექტორი სოსო ორჯონიკიძე.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.