ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
KIWI.COM: საქართველო საუკეთესო ბიუჯეტური ტურების ტოპ-ათეულში მოხვდა
27 მაისი, 2019

სააგენტო kiwi.com, მიმდინარე წელს მოგზაურობას კავკასიის რეგიონში, კერძოდ, საქართელოში, სომხეთში და აზერბაიჯანში გვირჩევს და წერს, რომ ეს არის ახალი მიმართულებები, ჯერ კიდევ უცნობი, აუთვისებელი და საინტერესო ისტორიის მქონე ქვეყნები, თავიანთი ტურისტული რესურსებითა და პაკეტებით. სააგენტო აღნიშნავს, რომ ამ ადგილების მონახულება ბიუჯეტური ტურისტებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რადგან განთავსება, ტრასპორტირება, კვება და დანარჩენი ხარჯები, სხვა მიმართულებებთან შედარებით გაცილებით იაფია.

სიაში ამ ქვეყნებთან ერთად მოხვდა იტალიის რეგიონებიდან ერთ-ერთი – კალაბრია. ის ე.წ. „ჩექმის წვერზე“, ანუ აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. კალაბრიის ტურიზმის ძირითად მიმართულებას საზღვაო კურორტები წარმოადგენს, თუმცა ასევე განვითარებულია სამთო ტურიზმის სექტორიც. ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია მთების ნაციონალური პარკი და ულამაზესი ტბები – არვო და ამპოლინო.

ასევე ბიუჯეტურად შეძლებს ტურისტი მოგზაურობას ჩრდილოეთ მაკედონიის დასავლეთ ნაწილში, ანუ ოჰრიდში. აქ მრავლად არის ეკლესიები და ძველი სასახლეები, სწორედ ამიტომ ამ ადგილს ტურიზმის მხრივ მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია, თუმცა ტურისტებით დატვირთული ქალაქი მაინც არ არის.

შემდეგი გაჩერება სტრასბურგია. მდიდარი ქვეყნის წარსულისა და საერთო ევროპული მომავლის ქვეყანაში მოგზაურობა, სააგენტოს მიხედვით, ძვირი არ დაგიჯდებათ. გარდა ამისა, პროდუქტების ფასები მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში ძალიან დაბალი ნიშნულიდან იწყება. ამიტომაც ბიუჯეტური ტურისტისთვის ეს მიმართულება ერთ-ერთი საუკეთესოა.

ევროპის კიდევ ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქალაქია ბუდაპეშტიც.
ამ ქალაქში ყველაფერი ისეა დაგეგმილი, რომ მაცხოვრებლებმა და ტურისტებმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ. დაწყებული სატრანსპორტო გზებით და დამთავრებული კაფეებისა და ბარების განლაგებით. რაც მთავარია, ამ ქალაქში სტუმრობა ვიზიტორებს ვალებისა და კრედიტების ფასად არ დაუჯდებათ.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.