ქართული ალპინიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 4 ოქტომბერს, ჭიათურაში ტარდება ცნობილი მთამსვლელის, მეკლდეურის და სპელეოლოგის, გოდერძი სამხარაძის სახელობის ფესტივალი მეკლდეურობაში. ფესტივალის ორგანიზატორია სვერის სათავგადასავლო ბანაკი. დასწრება თავისუფალია.
ლოკაცია: ჭიათურა, საშევარდნოს კლდე
რეგისტრაცია: 11:00
შეჯიბრის დაწყება: 12:00
შეჯიბრის დასრულება: 15:00
დაჯილდოვება: 18:00
7 ოქტომბერს, ჭიათურის ქალაქის დღესთან დაკავშირებით, გაიმართება კულტურული, თეატრალიზებული,სპორტული და შემეცნებითი აქტივობები სხვადასხვა ლოკაციაზე - მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის გახსნა, ჭიათურის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და სადღესასწაულო კონცერტი.