ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ლიბანში სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება
14 თებერვალი, 2018

მთავრობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ლიბანში მდებარე ყოფილ სანატორიუმ „ლიბანს“ აუქციონზე ყიდის.

უძრავი ქონების საწყისი ფასი 937 000 ლარია. აუქციონში გამარჯვებულმა ტერიტორიაზე არანაკლებ 70 ნომრიანი სასტუმრო ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყოს, რაშიც 8 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ამავდროულად პროექტის განხორციელებით გამარჯვებულმა ახალი სამუშაო ადგილები უნდა შექმნას.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსები.

პროექტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 47 811 501 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 80 200 000 ლარია.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.