ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კობი-გუდაურის 7,5 კმ-იანი საბაგირო გზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება
23 ივლისი, 2018

მუნიციპალური განვითარების ფონდი კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს.

კობი-გუდაურის საბაგირო გზა დაახლოებით შვიდნახევარი კილომეტრი სიგრძის იქნება.

პროექტის განხორციელების შედეგად, მოთხილამურე გუდაურიდან კობის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებს, ამავდროულად უამინდობისა და დიდთოვლობის გამო ყაზბეგში ჩაკეტილი გზის პრობლემაც აღმოიფხვრება და მსურველები გუდაურში გადმოსვლას საბაგიროთი შეძლებენ. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ტერიტორია ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს მასზე სრიალი გვიან გაზაფხულამდე იქნება შესაძლებელი.

პროექტი მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 81 მილიონი ლარია. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.