კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება. 7,5-კილომეტრიანი საბაგირო გზა რეგიონში ყველაზე გრძელი იქნება. როგორც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, ეს სტეფანწმინდას, სნოს და მთლიანად რეგიონს ზამთრის კურორტადაც აქცევს.
კობი-გუდაურის დამაკავშირებელი 7,5 კილომეტრიანი საბაგირო ყაზბეგსა და გუდაურს დააკავშირებს და შეიქმნება ერთიანი სათხილამურო სივრცე.
“გამომდინარე იქედან, რომ სასტუმრო რესურსი, რომელიც აქ არსებობს, პირდაპირ უკავშირდება გუდაურის პოტენციალს. მომავალ წელს ჩვენ ვიწყებთ მლეთა-კობის გვირაბის მშენებლობას, რომელიც 2 წელიწადში დასრულდება და 2020 წლისთვის შევა ექსპლუატაციაში. ასეთი ერთობით, რომლის მომსწრეც დღეს ყველანი ვართ, ჩვენი ქვეყანა დიდ შედეგს მიაღწევს,”- აღნიშნა პრემიერმა.
www.bpi.ge