ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა 2018 წლის ბოლოსთვის დასრულდება
12 მარტი, 2018

კობი-გუდაურის გზის მშნებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. საბაგირო ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი, დაახლოებით, შვიდნახევარი კმ-ის სიგრძის იქნება.

საბაგირო გზით მოთხილამურე გუდაურიდან კობის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებს, ამავდროულად კობი-გუდაურის უამინდობისა და დიდთოვლობის გამო ყაზბეგში ჩაკეტილი გზის პრობლემაც აღმოიფხვრება და მსურველები გუდაურში გადასვლას საბაგიროთი შეძლებენ. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ტერიტორია ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს მასზე სრიალი გვიან გაზაფხულამდე იქნება შესაძლებელი.

საბაგირო გზის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

პროექტი მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 81 მლნ-მდე ლარია.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.