ქობულეთში ტურისტული სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს. გამწვანების სამსახურის ორგანიზებით ფიჭვნარში წესრიგდება მწვანე ზოლი.
ქალაქის ქუჩებში შეიღება ხე-მცენარეები, სარეველა ბალახისგან იწმინდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოები. სანაპიროზე დაიდგა 120 ერთეული სკამი.
მიმდინარეობს დაზიანებული სკამებისა და ტროტუარების აღდგენა-რეაბილიტაცია. სანდასუფთავების სამსახურის ორგანიზებით სისტემატურად იწმინდება ზღვის სანაპირო ზოლი.
www.travelingeorgia.ge