ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქობულეთის მერია ქალაქის იერ-სახის მოწესრიგების მიზნით ზედამხედველობას ამკაცრებს
14 თებერვალი, 2018

ქობულეთის მერია ქალაქის იერ-სახის მოწესრიგების მიზნით ზედამხედველობით ღონისძიებებს ახორციელებს.

მერიის ცნობით, ზედამხედველობის სამსახურმა ბოლო ერთი თვის მანძილზე გამოავლინა სხვადასხვა სახის უნებართვო სეზონური ობიექტი, რომელთა მფლობელებსაც დაეგზავნათ შეტყობინებები მათ დემონტაჟთან დაკავშირებით.

მერია სტატისტიკურ მონაცემებსაც აქვეყნებს, რომლის ტანახმად, შეტყობინება გაგზავნილია 42 სუბიექტზე, მათ შორის 26-მა სუბიექტმა უკვე მოახდინა უნებართვო ობიექტების დემონტაჟი, 3 სუბიექტი დაჯარიმდა, 13 სუბიექტთან ხელმეორედ დაიგზავნა შეტყობინებები, რომლებსაც დემონტაჟის ბოლო ვადად 15 თებერვალი განესაზღვრათ.

ქობულეთში ასევე გამკაცრებულია სამშენებლო ზედამხედველობა. დღეის მდგომარეობით 7 სამშენებლო სამართალდარღვევს ჯარიმა დაეკისრა. ჩატარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მონიტორინგი. გამოვლინდა მოუწესრიგებელი მიწის ნაკვეთები. მესაკუთრეებს დაეგზავნათ შეტყობინებები ტერიტორიების დაგვა-დასუფთავების მიზნით. 12-მა სუბიექტმა შეასრულა მითითება, 8-ს ხელმეორედ მიეცა მითითება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.