ქობულეთის პლაჟზე შეზლონგების განთავსების უფლებას კონკურსში გამარჯვების შედეგად მოიპოვებენ. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა შეზლონგების განთავსების მიზნით კონკურსი უკვე გამოაცხადა და გამარჯვებულები 30 მაისს 14:00 საათზე გამოვლინდებიან.
ქობულეთში სეზონურად შეზლონგების განთავსებისთვის პლაჟი ზონებად დაიყო, სულ 5 ზონად. მუნიციპალიტეტის ცნობით, საწყისი საიჯარო ფასი მდებარეობის მიხედვით განისაზღვრა და 240-დან 540 ლარამდე მერყეობს.
ყველაზე მოთხოვნადი ფიჭვნარის სანაპირო ზოლია. რაც შეეხება ტურისტული ობიექტების განთავსებას მეწარმეებმა განცხადებით მერიას უნდა მიმართონ. რაც შეეხება კრიტერიუმებს, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სეზონური სავაჭრო ობიექტების იერ-სახეა.
www.travelingeorgia.ge