ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქობულეთში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს აშენება იგეგმება
30 მაისი, 2018

კომპანია „კრისტალ ბილდინგი“ ქობულეთში 200 მილიონიანი დასასვენებელი კომპლექსის აშენებას გეგმავს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვანო ლომიძე “კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ კომპანია სამშენებლო ნებართვას აჭარის ეკონომიკის სამინისტროდან 1 კვირაში მიიღებს და ამის შემდეგ დაიწყება მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები.

პროექტი 220 ნომრიანი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს, რომელშიც ღია და დახურული ტიპის აუზები, გასართობი ობიექტები, სამორინე, რესტორნები, კაფე-ბარები, საერთაშორისო ბრენდის სავაჭრო ცენტრი განთავსდება.

ლომიძის ინფორმაციით,კომპლექსში ამერიკული კაზინო „ლას ვეგასი“ შემოდის. იგეგმება ასევე ფრანგული კაბარე „ლიდოს“ ან „მურენ რუჟის“ შემოყვანა.

პროექტს უნგრული სამშენებლო კომპანია „ქეში“ განახორციელებს. როგორც ლომიძე განმარტავს, ქართულ კომპანიებს ასეთი ღირებულების და მნიშვნელობის პროექტების განსახორციელებლად გამოცდილება არ ჰყოფნით.

რომელი კომპანია იქნება 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ოპერატორი, საერტაშორისო კომპანიებთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გადაწყდება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.