ქობულეთში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი მრავალფუნქციური ცენტრი მოეწყობა.
ცენტრის მოსაწყობად ელექტრონულ აუქციონზე აჭარის მთავრობა ქობულეთში, მეგობრობის ქუჩა N42-ში მდებარე 7 482 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული 1065,90 კვ.მ შენობა-ნაგებობებს ყიდის.
აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა 4 თვეში საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დაამუშაოს და მშენებლობის ნებართვა უნდა მოიპოვოს; 7 თვეში კი მრავალფუნქციური კომპლექსის – ბალნეოლოგიური, გამაჯანსაღებელი ცენტრის, კვლევითი ლაბორატორიის, კარდიოლოგიის, ნევროლოგიის, დერმატოლოგიის, ორთოპედ-ტრავმატოლოგიის ოთახების – რეკონსტრუქცია-რემონტის/მშენებლობის დაწყება.
ინვესტორმა 3 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს, მრავალფუნქციური კომპლექსის ამოქმედება 2 წელში 2020 წელს იგეგმება.
უძრავი ქონების საწყისი ფასი 406 500 ლარია.
www.travelingeorgia.ge