ქობულეთში, სანაპიროს პირველ ზოლში მდებარე „ზღვის მარგალიტი“ აუქციონზე იყიდება. სასტუმროს გასასხვისებლად, რომელიც თამარ მეფის სანაპირო #42-ში მდებარეობს, აუქციონი 7 ოქტომბერსაა ჩანიშნული და მისი საწყისი ღირებულება 11 500 000 ლარია. სასტუმროს კი ამ დროისათვის კომპანია „ნ პლიუსი“ განკარგავს.
სასტუმრო Pearl of sea hotel & spa („ზღვის მარგალიტი“) არის 7 სართულიანი + მინუს სართული და ტერასა. სასტუმროში არის 1 აპარტამენტი 136 კვ.მ. 16 ოროთახიანი და 27 ერთ ოთახიანი ნომერი.
სასტუმროს აქვს საცურაო აუზი, ფიტნეს დარბაზი, საუნა და სპა. აღჭურვილია ძვირად ღირებული ავეჯით და ტექნიკით აქვს 125 კვტ გენერატორი და პარკინგი.
სასტუმრო Pearl of sea hotel & spa აქტიურია, რადგანაც booking.com-ზე ჯავშნებს იღებს და ოქტომბრის დასაწყისიდან სტანდარტული ნომრის ღირებულება, ორ პერსონაზე 115 ლარიდანაა.
commerant.ge