ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კოჯორში, აზეულას ციხესიმაგრე და ტურისტული ბილიკი განათდა
25 სექტემბერი, 2018

კოჯორში, აზეულას ციხესიმაგრე და ტურისტული ბილიკი განათდა. ციხესიმაგრეზე, იუნკერების მემორიალსა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე ორფეროვანი მხატვრული განათების სისტემა მოეწყო, მისასვლელ გზასა და ბილიკებზე კი 50-მდე ლედ სანათი დამონტაჟდა.

„კოჯორს აქვს საუკეთესო პოტენციალი გახდეს მიმზიდველი კურორტი, სადაც განვითარდება სათავგადასავლო ტურიზმი. ამ მიმართულებით განსაკუთრებით საინტერესოა აზეულას ციხე, სადაც დღეს ახალი ტურისტული ბილიკისთვის განათების ქსელი მოეწყო. ამ ადგილის პოპულარიზაციის, ტურისტული მარშრუტების განვითარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გეგმავს სალაშქრო ბილიკების განვითარებას და მომავალი ტურისტული სეზონისთვის კოჯრიდან რამდენიმე მიმართულებით მოვაწყობთ საფეხმავლო/სალაშქრო ბილიკების ქსელს. ეს იქნება: კოჯორი- კიკეთი; კოჯორი- ასურეთი; კოჯორი-ღოუბანი,“ - განაცხადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობამ „თბილსერვისის ჯგუფთან“ ერთად შეასრულა. განათების ქსელი 2 კმ-იან მანძილს მოიცავს. პროექტში ჩართულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

აზეულას ციხესიმაგრე თბილისიდან სამხრეთით, დაბა კოჯორში ზღვის დონიდან 1250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. თავდაპირველი ნაგებობა აღნიშნულ ტერიტორიაზე IX საუკუნეში აშენდა.

ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის დედაქალაქის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარი დაიხარჯა. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.