ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კომენდანტის საათი 1-ლი ივლისიდან უქმდება
22 ივნისი, 2021

კომენდანტის საათი 1-ლი იბლისიდან გაუქმდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საბჭოსვე გადაწყვეტილებით 22 ივნისიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდა.

კორონავირუსის გამო საქართველოში კომენდანტის საათი პირველად 2020 წლის 31 მარტს გამოცხადდა და 23 მაისამდე გაგრძელდა. შეზღუდვა 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე მოქმედებდა და დამრღვევი 3000 ლარით ჯარიმდებოდა. მეორედ კომენდანტის საათი 2020 წლის 9 ნოემბრიდან ამოქმედდა, ის ჯერ 22:00 სთ-დან, 28 ნოემბრიდან კი 21:00 სთ-დან იწყებოდა. 17 მაისს გადაადგილებაზე აკრძალვის დაწყების პერიოდმა 23:00 სთ-მდე გადაინაცვალა. 1-ლი ივნისიდან კი დილის 05:00 სთ-დან 04:00 სთ-მდე. მეორე შეზღუდვისას ჯარიმა 2000 ლარით განისზაღვრა, თუმცა განმეორების შემთხვევაში სისხლის სამრთლის პასუხისმგებლობის დაკისრება ძალაში დარჩა.

20 და 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურის გამო, ასევე 31 დეკემბერსა და 6 იანვარს კომენდანტის საათი არ მოქმედებდა. ჯამში 2020 წლის 31 მარტიდან მოყოლებული 2021 წლის 1-ელ ივლისამდე, დარჩენილი 9 დღისა და 4 გამონაკლისის გათვალისწინებით, კომენდანტის საათის ხანგრძივობა 291 დღეს შეადგენს, აქედან 238 დღე მეორედ გამოცხადებულ კომენდანტზე მოდის.  

ინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად  ჯამში 2020 წლის 21 მარტიდან 31 დეკემბერის ჩათვლით 72 120 ფიზიკური და 45 იურიდიული პირი დააჯარიმეს. ჯარიმის თანხამ 36 906 460 ლარი შეადგინა, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ 10 443 460 ლარი. მიმდინარე წლის კონსოლიდირებული მონაცემები ამ ეტაპზე უცნობია.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.