ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კომპანია ბორჯომი ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენით სამუშაოებში ჩაერთვება
22 აგვისტო, 2017

მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ბორჯომის ხეობაში ხანძრით განადგურებული ტყის აღდგენის ჩართვაში მზადყოფნას გამოთქვამს. 

კომპანიის წარმომადგენლებმა  ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერეს.

„გული გვტკივა, ბორჯომის ტყეებში გაჩენილი ხანძრის გამო. პირველივე წუთებიდან გვერდში ვუდგავართ იმ ადამიანებს, რომლებიც სტიქიას ებრძვიან ადგილზე - მეტყევეებს, მეხანძრეებს, მუნიციპალიტეტს, საქართველოს მთავრობას. დიდი იმედი გავქვს, რომ სტიქიას უახლოეს საათებში დავამარცხებთ. როგორც კი გაჩნდება საჭიროება, ჩავერთვებით ტყის ჯერ გაწმენდის, შემდეგ კი აღდგენის სამუშაოებში”, - აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ "IDS ბორჯომი საქართველოს"  აქამდეც აქტიურად იყო ჩართული 2008 წელს ოკუპანტების მიერ გადამწვარი ტყის აღდგენაში და ტყის საფარის აღდგენის არაერთი აქცია აქვს განხორციელებული.

gbc.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.