ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კომპანია „რედკო” გუდაურის განვითარების პროცესს აგრძელებს
18 ოქტომბერი, 2017

დეველოპერული კომპანია „რედკო” გუდაურის განვითარების პროცესს აგრძელებს. კომპანია საზოგადოებას მუდმივად სიახლეებს სთავაზობს, რადგან მომატებული ტურისტების ნაკადის გამო გუდაურში „რედკოზე“ მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. სწორედ ამიტომ  2012 წლის შემდგომ კომპანია სწრაფი ტემპებით ვითარდება.

5 წლიან მოღვაწეობას ახალ გუდაურში კომპანია რედკო რიგით მე-5 აპარტოტელის New Gudauri Suites-ის გახსნით აგვირგვნიებს, რომელიც რედკოს საცხოვრებელ-დასასვენებელი კომპლექსის New Gudauri Resort Residences & Spa-ს მცხოვრებლებს და დამსვენებლებს მოახლოებულ ზამთრის სეზონზე მნიშნვნელოვანი სიახლეებით ასიამოვნებს.

width=500

პირველი სამორინე გუდაურში CASINO GUDAURI, კიდევ ერთი მაღალი კლასის რესტორანი ქართული და ევროპული სამზარეულოთი, თანამედროვე და პროფესიონალური სპა კომპლექსი, საუნით, მასაჟის ოთახებით, სავარჯიშო დარბაზით, ღია და დახურული აუზებით - რედკოს ახალი პროექტები გუდაურში უკვე მიმდინარე წლის ზამთრის სეზონზე გელით.

როგორც „რედკოში“ განმარტავენ, „გუდაური რამდენიმე წელში საერთაშორისო ევროპული დონის  კურორტი გახდება. ვინც ამჟამად გუდაურში ბინას ყიდულობს, ის სწორ გადაწყვეტილებას იღებს, რადგან უძრავი ქონების ფასი განვითარებულ კურორტზე საწყის ეტაპთან შედარებით გაცილებით მაღალი იქნება. სწორედ ამიტომ, გონივრული ინვესტორები გუდაურში ახალი პროექტებით ინტერესდებიან და გათვლებს ამ კურორტის განვითარების პერსპექტივებზე აწარმოებენ.“

აღსანიშნავია, რომ ახალ გუდაურში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მაღალია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უცხოელი მოქალაქეებისთვისაც. მათ საკუთარი ქვეყნის მაგალითზე იციან მსგავს საკურორტო ზონებში უძრავ ქონებაში ფულის დაბანდების უპირატესობების შესახებ.

width=500

მომდევნო 4 აპარტოტელი, ჯამში 800-მდე საცხოვრებელი ბინით გუდაურში 2018 წელს გაიხსნება. აქედან პროექტები LOFT 1 (მე-6 აპარტოტელი) და LOFT 2 (მე-7 აპარტოტელი) აქციის ფარგლებში ზაფხულის განმავლობაში თითქმის მთლიანად გაიყიდა, ხოლო რიგით მე-8 (“ატრიუმი) და მე-9 (“ნეო”) აპარტოტელის გაყიდვა კომპანიამ შემოდგომაზე დაანონსა. პროექტებში “ატრიუმი” და “ნეო” გათვალისწინებულია „რედკოს“ კლიენტების სურვილები და თანამედროვე ტენდენციები. ამ პროექტების ფასი მშენებლობის პროცესში იწყება 1000 აშშ დოლარიდან.

მომავალი 5-7 წლის განმავლობაში კომპანიამ ჯამში 26-მდე ახალი  პროექტი უნდა განახორციელოს, რომელიც კანადური კომპანია “ეკოზაინი”-ს მიერ შექმნილი გენერალური გეგმის მიხედვით ახალ გუდაურს საერთაშორისო სტანდარტების, ევროპული ტურისტებისთვის მიმზიდეველ ოთხი სეზონის კურორტად აქცევს. უკვე ცნობილია, რომ კომპანია 2019 წელს გუდაურში სასტუმრო „რედისონ ბლუს“ გახსნის.

„რედკო“ არა მარტო აშენებს, არამედ უვლის და პატრონობს თავისივე აშენებულ უძრავ ქონებას, ხოლო გაყიდული ბინების მეპატრონეებს სთავაზობს გაქირავების სერვისს, რომელსაც ზამთრის და ახლა უკვე ზაფხულის პერიოდშიც შემოსავლის სტაბილურ წყაროს წარმოადგენს. ტურისტების რაოდენობის ზრდა შედის „რედკოს“ სტრატეგიულ ინტერესში, რადგან ეს უზრდის შემოსავალს ამ კომპანიის ბინების მფლობელებს. ასევე აჩენს მოთხოვნას ახალი საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების ობიექტებზე.

 width=501

„რედკოს“ მიერ ახალ გუდაურში, გონდოლას 50 ჰექტარზე დაწყებული მასშტაბური მშენებლობა მოიცავს საცხოვრებელ და დასასვენებელ ინფრასტრუქტურას, რომელიც ცნობილია ერთიანი კომპლექსის სახელით - New Gudauri Resort Residences & Spa. კომპლექსში შედის კონსიერჟის მომსახურება და 24 საათიანი დაცვის სერვისი. ასევე: სპა ცენტრები - საუნით, სავარჯიშო დარბაზით, საცურაო აუზით (ღია და დახურული) ლაუნჯით, მიწისქვეშა პარკინგით, რესტორნებით, საბავშვო ოთახებით, მაღაზიებით, გასართობი ადგილებით და სათხილამურო ინვენტარის მაღაზიით.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.