ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კომპანია, რომელიც ბათუმში UEFA-ს სტანდარტების სტადიონს ააშენებს
11 დეკემბერი, 2017
ბათუმში UEFA- ს სტანდარტების სტადიონის 100-მილიონიან პროექტს სამშენებლო კომპანია "ანაგი" განახორციელებს. ტენდერში გამარჯვებულად სწორედ ეს კომპანია გამოცხადდა. 

კომპანია სამშენებლო სამუშაოებს 99 მილიონ 448 ათას ლარად განახორციელებს. სახელმწიფო შესყიდვის საწყისი სავარაუდო ღირებულება კი 101 მილიონ 700 ათასი ლარი იყო. 

ტენდერში კომპანია "ანაგის" გარდა მონაწილეობა არავის მიუღია. 

"ქალაქ ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA- ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში შპს "სტადიონი"-ს სატენდერო კომისიის 2017 წლის 7 დეკემბრის სხდომის #4 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით, შპს "ანაგი" გამოვლინდა გამარჯვებულად",- ნათქვამია დოკუმენტაციაში.

ბათუმში სტადიონის მშენებლობა ჯერ კიდევ 2015 წელს დაანონსდა. მაშინ ითქვა, რომ სტადიონის საძირკველი 2016 წლის ბოლოსთვის უკვე მზად იქნებოდა, მშენებლობა კი 2018 წელს დასრულდებოდა, თუმცა, ამ დრომდე პროექტის განხორციელება არ დაწყებულა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ წელს პირობა დადო, რომ სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდებოდა და ბათუმში სტადიონი აშენდებოდა.
 
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.