“უარს ვამბობთ ჩვენი მომსახურების საკომისიოზე”, – ასე პასუხობს მანქანების გაქირავების პლატფორმა/კომპანია Tripcars რუსეთის ე.წ ტურისტულ ემბარგოს, რაც ქართული ტურისტული ინდუსტრიის გარკვეულ ნაწილს აზარალებს.
სწორედ ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად არაერთი კომპანია სხვადასხვა სახის აქტივობებს, თუ სერვისებს სთავაზობს ტურისტებს, მათ შორის არის Tripcars, რომელიც ჩაერთო #spendyoursummeringeorgia-ს კამპანიაში.
შესაბამისად, საქართველოში ტურიზმის მხარდასაჭერად, მთელი ზაფხულის განმავლობაში tripcars-ზე მანქანის ქირობისას მთლიან ღირებულებას მომსახურების საკომისიო – 10% დააკლდება, მესიჯით – Welcome to Georgia, Putin banned tourists visits to Georgia.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსული ავიაკომპანიები – საქართველოში, ქართული ავიაკომპანიები კი რუსეთში ფრენებს ვეღარ განახორციელებენ.
bm.ge