ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
KOREAN AIR ჩარტერულ რეისებს სეული-თბილისის მიმართულებით მაისიდან განაახლებს
05 აპრილი, 2019

სამხრეთ კორეის ფლაგმანი ავიაკომპანია Korean Air ჩარტერულ რეისებს სეული-თბილისი-სეულის მიმართულებით 30 მაისიდან განაახლებს. ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს. 

თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი Korean Air-მა გასული წლის მაისში შეასრულა. 

სამხრეთ კორეული ავიაკომპანია Korean Air 1962 წელს დაფუძნდა. დღეისათვის ავიაკომპანია ფრენებს 50 ქვეყანაში, 114 სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.