ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ჩარტერული ფრენები დაინიშნა
20 მაისი, 2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დააკმაყოფილა კორეის რესპუბლიკის ავიაკომპანია Korean Air-ის განაცხადი სამხრეთ კორეასა და საქართველოს შორის ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის შესრულების თაობაზე.

როგორც „კომერსანტს“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს, კორეული ავიაკომპანია „Korean Air სეულსა და თბილისს შორის პირდაპირ ჩარტერულ რეისებს მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე განახორციელებს. ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის 30 მაისს, 13 ივნისს, 27 ივნისსა და 11 ივლისს, Airbus A330 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. ჩარტერული რეისები საქართველოში ტურისტების ჩამოყვანას მოემსახურება.

„Korean Air კორეის რესპუბლიკის (სამხრეთ კორეა) წამყვანი ავიაკომპანიაა, რომელიც „SkyTeam-ის ალიანსის წევრია და 44 ქვეყნის 124 მიმართულებით ოპერირებს. „Korean Air-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ჩარტერული ოპერირება 2018 წელს დაიწყო. შარშან ავიაკომპანიამ სეული-თბილისი-სეულის საჰაერო ხაზზე ორი ჩარტერული ფრენა განახორციელა.

Commersant.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.