ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე ველობილიკი მოეწყობა
30 ივლისი, 2018

თბილისის მერიას კოსტავასა და შარტავას ქუჩებისთვის ახალი სატრანსპორტო სქემა აქვს. სქემის მიხედვით, ქუჩები ქვეითების, ველომოყვარულებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სრულად ადაპტირებული და კეთილმოწყობილი გახდება.

ქუჩებზე ველობილიკი მოეწყობა, ქუჩებზე ველობილიკის ორმხრივი ზოლი „ჰოლიდეი ინნ“-თან დაიწყება, სააკაძის მოედანს გაივლის და მთელ შარტავას ქუჩას მოიცავს.

პროექტი საერთაშორისო ბრენდის – „მოტ მაკდონალდსის“ ექსპერტებმა შეიმუშავეს, რომლებიც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს „აზიის განვითარების ბანკის“ გრანტის ფარგლებში უწევენ კონსულტაციას.

ჯგუფის ხელმძღვანელის, მარკ სელინის თქმით, პეკინის გამზირისა და კოსტავა-შარტავას ქუჩების ველობილიკები ერთმანეთს დაუკავშირდება და წრეს შექმნის. ველოსიპედისტებისთვის გათვალისწინებულია კომფორტული გადასასვლელები. სატრანსპორტო სქემა ველობილიკების ქსელის განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას იძლევა.

კოსტავასა და შარტავას ქუჩები ქვეითებისა და შშმ პირებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გახდება: სქემა ითვალისწინებს მერიასთან მდებარე ქვეითთა ხიდის დემონტაჟს და მის ნაცვლად ზებრა გადასასვლელის მოწყობას. ქვეითებისთვის, ასევე, ხელმისაწვდომი გახდება სააკაძის მოედნის გაზონი.

კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლებზე იგეგმება შუქნიშნის პრიორიტეტული სიგნალის შემოღება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა.

ახალი სქემა კოსტავასა და შარტავას ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.