ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“კოსტე”: ოთახების 20%-ს იმ სტუმრებს დავუთმობთ, რომლებიც საქართველოს პოპულარიზაციაში დაეხმარებიან
24 ივნისი, 2019

სასტუმრო “კოსტე” ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ფრენების აკრძალვასთან და ე.წ. ტურისტულ ემბარგოსთან დაკავშირებით. სასტუმრო მზადაა, ოთახების 20% დაუთმოს სტუმრებს, რომლებიც საქართველოს პოპულარიზაციაში დაეხმარებიან.

“მეტი დამსვენებელი საქართველოს, მეტი ახალი მიმართულება და მეტი პოპულარიზაცია ჩვენს ქვეყანას!

სასტუმრო “კოსტე” სრულაიდ უსასყიდლოდ უმასპინძლებს ბლოგერებს, ჟურნალისტებს, ტურ-ოპერატორებს, სხვა სტუმრებს და გამოყოფს სასტუმროს ოთახების 20% 2019-2020 წლის განმავლობაში, რათა მხარდაჭერა გამოუცხადოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, იმისათვის, რომ ერთად მოვახდინოთ საქართველოს პოპულარიზაცია ახალი მიმართულებებით. ჩვენ მზად ვართ თქვენთან ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე და გვეამაყებოდეს ქართველობა”,- ნათქვამია განცხადებაში.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.