შეკვეთილსა და ურეკს შორის მდებარე კოტეჯები კაპროვანში ივლისი-აგვისტოს პერიოდი სრულად დაჯავშნილია.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ეკა თავდუმაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ივნისი დაკავებულია უცხოელი ტურისტებით, შემდეგ თვეებში კი ინტერესი ადგილობრივი ტურისტების მხრიდანაა.
მისი განცხადებით, კოტეჯი სრულადაა იზოლირებული, რაც პანდემიის დროს ბევრად უსაფრთხოა, ვიდრე სასტუმრო.
„მთავარია ლოქდაუნი არ გამოცხადდეს, თორემ სეზონი არ გვექნება და ვერ ვიმუშავებთ. რაც შეეხება ფასებს, გასული წლისგან განსხვავებით დაახლოებით 30 ლარით შემცირდა ღირებულება. მცირე მოგებსაც ველოდებით, მთავარია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ დამძიმდეს,“ - აცხადებს თავდუმაძე.
business-partner.ge