ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Kovzy-ის სერვისს ახალი ფუნქციონალი - რესტორნის მართვის სისტემა დაემატა
05 თებერვალი, 2024

KovZy სერვისების ასორტიმენტს აფართოებს. პლატფორმას დაემატა ახალი ფუნქციონალი - რესტორნის მართვის სისტემა, რომელიც  პარტნიორ ობიექტებს ეხმარება, მართონ ყველა სახის შეკვეთა ერთ სისტემაში, უფრო კონკრეტულად კი, სისტემა წარმოადგენს სავაჭრო წერტილიდან გაყიდვების მართვის  სრულყოფილ ინსტრუმენტს, ინსტალირდება ნებისმიერ ANDROID პლანშეტზე და გარდაქმნის მას POS-ად, აღსანიშნავია რომ სისტემის მუშაობისთვის ინტერნეტთან კავშირი არ არის აუცილებელი და იგი მარტივად კავშირდება შეკვეთების ქვითრების პრინტერთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სისტემა იძლევა საშუალებას ერთი პლანშეტით იმართოს ყველანაირი შეკვეთა, როგორც ადგილზე ასევე ონლაინ  (GLOVO, WOLT, Bolt, ვებ საიტი).

ინოვაციური პლატფორმა KovZy ალექსანდრე ცინცაძემ და სანდრო დარსაველიძემ 2021 წელს დააფუძნეს.

როგორც სანდრო დარსაველიძე ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, KOVZY არის SaaS (Software as a service) პლატფორმა სარესტორნო ბიზნესის გაყიდვების პროცესის სრული ციფრული ტრანსფორმაციისთვის. პლატფორმა შედგება ორი მოდულისგან: ელექტრონული კომერცია და რესტორნის მართვის სისტემა.

‘’ჩვენი პლატფორმა ორიენტირებულია რესტორნებზე და მათ საშუალებას აძლევს უმოკლეს დროში ყოველგვარი ფიქსირებული ხარჯების გარეშე, სრულიად გააციფრულონ თავიანთი ბიზნესი და გაზარდონ ეფექტურობა. ამ ეტაპზე გვაქვს სიახლე, USAID-ის მხარდაჭერით შევქმენით ახალი მოდული და დღეიდან ჩვენს პარტნიორ კვების ობიქტებს ვთავაზობთ გაყიდვების დიგიტალიზაციის სერვისების სრულ სპექტრს რომელიც მოიცავს:

პირდაპირი გაყიდვების სისტემას - პლატფორმა KovZy კვების ობიექტებს აძლევს შესაძლებლობას მარტივად შექმნან საკუთარი ვებ საიტი, დაამატონ კერძები,  აირჩიონ სასურველი ონლაინ გადახდისა და მიწოდების სერვისები, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე გაყიდონ და მიაწოდონ შეკვეთები.

QR მენიუს - ობიექტზე მოსული სტუმრებისთვის, რომელიც შესაძლებლობას აძლევს კლიენტებს დაათვალიერონ მენიუ და შეუკვეთონ სასურველი კერძები პირდაპირი სმარტფონებიდან ყოველგვარი დამატებითი აპლიკაციის გადმოწერის გარეშე. მენიუში გადასვლა ხდება უმარტივესად მაგიდაზე მოთავსებული QR დაფის დასკანერებით

რესტორნის მართვის სისტემას (POS)- რესტორნის მართვის სისტემა ეხმარება რესტორანს მართოს ყველა სახის შეკვეთა, როგორც ადგილზე ასევე ონლაინ (საიტი, მიწოდების პლატფორმები) ერთ სისტემაში

აღსანიშნავია რომ ჩვენი სისტემით სარგებლობა არ არის დაკავშირებული არანაირ მსხვილ გადასახადებთან, დაწყება უფასოა და შემდეგ მომხმარებელი ყოველთვიურად იხდის ფიქსირებულ საკომისიოს 99 ლარი (ვებ საიტი), 59 ლარი (რესტორნის მართვის სისტემა), QR მოდული უფასოა. ჩვენი მიზანია გავხადოთ ტექნოლოგია, რომელიც მხოლოდ ერთეულ კომპანიებს შეეძლოთ დაენერგათ ხელმისაწვდომი ყველასთვის და ამით გავზარდოთ კომპანიების შემოსავლები და ეფექტურობა.

ჩვენს სერვისებზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია, ამ ეტაპზე 450-ზე მეტი რესტორანი სარგებლობს  ჩვენი მომსახურებით და მათი რაოდენობა წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება“, - განმარტავს სანდრო დარსაველიძე.

KovZy-ს სამომავლო გეგმაშია მომსახურების ექსპორტიც. ტექნიკურად აბსოლუტურად გამართული პლატფორმა უკვე გლობალური გამოწვევებისთვისაც მზად არის. პირველი ქვეყანა სომხეთია, სადაც KovZy-ის ინოვაციური სერვისი დაინერგება.

ცნობისთვის,  სტარტაპ ბიზნესი KovZy 2021 წელს დაფუძნდა. პროექტის ღირებულება 10 მლნ დოლარს შეადგენს. კომპანია სტაბილურად 15 ადამიანს ასაქმებს.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.