კოხტა-მიტარბზე Rooms-ის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება. კურორტ კოხტა-მიტარბის პროექტი ბაკურიანში, „კოხტა გორას“ მიმდებარე ტერიტორიაზე სათხილამურო ინფრასტრუქტურის, ტრასების, სასტუმროებისა და აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს.
კურორტის განაშენიანების გეგმა წამყვანი ფრანგული კომპანიების „GEODE“ და „COMPAGNIE DES ALPES“ მიერ არის შემუშავებული.
ასნომრიანი სასტუმრო „რუმსისა“ და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ანჟამად აქტიურ ფაზაშია და პროექტის პირველი ეტაპის დასრულება 2018 წლისთვის იგეგმება.
სასტუმრო და აპარტამენტები ე.წ. „სქი ინ სქი აუთ“ კონცეფციის ფარგლებში ინტეგრირებულია სათხილამურო ტრასებთან.
www.bm.ge