კრემლში მიაჩნიათ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აუცილებლად აღდგება. განცხადება ამასთან დაკავშირებით, ოკუპანტი სახელმწიფოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა გააკეთა.
თუმცა, დიმიტრი პესკოვი იქვე დასძენს, რომ ამ საკითხზე ამ ეტაპზე საუბარი საკმაოდ ნაადრევია, რადგან საქართველოში რუსი ტურისტებისთვის საშიშროება კლავ არსებობს.
“რასაკვირველია, ფრენების აღდგენა არ გამოირიცხება. ვიმედოვნებთ, რომ ადრე თუ გვიან ეს ასეც მოხდება, მაგრამ ახლა, იმის გათვალისწინებით, რომ ქართული საზოგადოება პოლარიზებულია და ანტირუსული, რუსოფობიური გამოხტომებია, არსებობს ობიექტური საშიშროება რუსი ტურისტებისთვი საქართველოში” – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან რუსული გამოცემა “კომერსანტი’’ სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა შესაძლოა საქართველოსთან პირდაპირი რეისები ისევ აღადგინოს, რადგან მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის მისამართით ჟურნალისტის უცენზურო გამონათქვამებზე ოფიციალური თბილისის რეაქციით დაკმაყოფილდნენ.
bm.ge