„კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ბოდბეში რამდენიმე მიწის ნაკვეთს, შენობებს და ფერმებს აუქციონზე ყიდის.
ერთ-ერთი ქონების საწყისი ღირებულება 10,026 მლნ ლარია, „ბიჯი“ 7 000 ლარი. აუქციონი 24 აპრილს სრულდება.
აუქციონზე იყიდება 2 მომიჯნავე მიწის ნაკვეთი, სადაც შესაძლებელია გაშენდეს როგორც ერთწლიანი, ასევე მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კულტურები. როგორც კომპანიის ინფორმაიაშია აღნიშნული, ნაკვეთებზე გამოდის წყალი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს სარწყავად. ნაკვეთზე დგას კაპიტალურად მოწყობილი საქონლის 2 ფერმა. ქონების შეძენა შესაძლებელია როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ.
გარდა ამისა, KTW ბოდბეში კიდევ 3 მომიჯნავე მიწის ნაკვეთს ყიდის. კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ ნაკვეთებზე შესაძლებელია გაშენდეს ერთწლიანი და მრავალწლიანი აგრო კულტურები. მიწის ნაკვეთზე დგას 811 კვ.მ ფართის, კაპიტალურად მოწყობილი ორ სართულიანი ნაგებობა, რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად და საქონლის ფერმად. ნაკვეთებზე გამოდის წყალი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს სარწყავად. ქონების შეძენა შესაძლებელია როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ.
ამ შემთხვევაში საწყისი ფასი 4,374 მლნ ლარია, „ბიჯი“ 5000 ლარი.
ასევე ბოდბეში ყიდის KTW სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 250001 კვ.მ, მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობას, საერთო ფართით 579.2 კვ.მ. საწყისი ფასი 1,411 მლნ ლარია, „ბიჯი“ 5 000 ლარი.
„კახური ტრადიციული მეღვინეობა“ 2010 წელს დაფუძნებული კომპანიაა. კომპანიის 100%-იან წილის მფლობელი არის ზურაბ ჩხაიძე.
commersant.ge