ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
KTW-ს ობლიგაციებზე $62 895-ის გარიგება დაიდო
08 ივლისი, 2021

კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ (KTW) ობლიგაციებზე მოთხოვნა იზრდება.

საქართველოს საფონსო ბირჟაზე კომპანიის თებერვალში ემიტირებულ ობლიგაციებზე პირველი 2 გარიგების შემდეგ (21 ობლიგაცია 21 000 მლნ დოლარად), მოცულობა ამჯერად გაზრდილია.

ამჯერად KTW-ს ობლიგაციებზე $62 895-ის გარიგება დაიდო, ნომინალური ღირებულება 1 014 დოლარი, წინა 2 გარიგების შემთხვევაში ფასი 1 025 დოლარით განსიაზღვრა.

კომპანიამ 10 მლნ დოლარის 2-წლიანი ობლიგაციები გამოუშვა და საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში თებერვალში განათავსა. ობლიგაციები დაშვებულია ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში. 

ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) წლიურ 9%-ია, პროცენტის წელიწადში ოთხჯერ გადახდით.

ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2022 წლის 29 დეკემბერი ობლიგაციებს მინიჭებული აქვს სავაჭრო კოდი - $KTW01M.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.