ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ქულბაქის მწვანე ტბა" ნოემბრიდან თევზის საკვების მასობრივ წარმოებას გეგმავს
06 ოქტომბერი, 2023

კოოპერატივი „ქულბაქის მწვანე ტბა“ ნოემბრიდან თევზის საკვების მასობრივ წარმოებას გეგმავს.

ლეჩხუმში, სოფელ ქულბაქში განთავსებული თევზსაშენი მეურნეობა თევზის საკვებს 2021 წლიდან პროექტ "გრეტას" დახმარებით, უკვე აწარმოებს, თუმცა აქამდე წარმოებული საკვები მხოლოდ საკუთარ მეურნეობას ხმარდებოდა, უახლოეს თვეებში კი წარმოების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

რაც შეეხება თევზაშენს, კოოპერატივი სამი ჯიშის კალმახს ამრავლებს, მეურნეობის წალიური წარმადობა 12 ტონაა, თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, რესურსი 5-ჯერ უფრო მეტია.

ქულბაქის მწვანე ტბის კალმახი მთელი საქართველოს მასშტაბით იყიდება. მწარმოებელი ასევე გეგმავს ბიომიმართულების დამატებასაც.

business-partner.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.