ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო: მცხეთაში ქვევრის ფორმის ღვინის მუზეუმი არ აშენდება
28 მაისი, 2018

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მცხეთაში ქვევრის ფორმის ღვინის მუზეუმის შესაძლო მშენებლობაზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას  ეხმიანება.

სააგენტოში განმარტავენ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოიმიტაცია და მოსაზრება მცდარია და მას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

“კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ პროექტს არ იცნობს და შესაბამისად, მცხეთაში მისი განხორციელების შესაძლებლობა უწყებაში არც განხილულა და განხილვა არც სამომავლოდ იგეგმება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მცხეთის ისტორიული ძეგლების დაცვაზე, საგანგებო ვალდებულება აქვს აღებული, რაც ამ ეტაპზე სახელმწიფოს მიერ დადგენილი სპეციალური მორატორიუმითაა გამყარებული.

ამავდროულად, ამ ტიპის პროექტის განხორციელება უხეშად დაარღვევს სვეტიცხოვლის, ჯვრისა და სამთავროს ძეგლების ერთობლიობით შექმნილ ისტორიულ კონტექტს, მის კულტურულ ლანდშაფტს და უარყოფითად იმოქმედებს მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების გამორჩეულ ზოგადსაკაოცბრიო ღირებულებაზე. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, მოცემულ ტერიტორიაზე ამ ტიპის, გარემოზე მძიმედ მოქმედი მოცულობის გაჩენა კატეგორიულად არ განიხილება”, - ამბობენ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.