კოლხური ტყეები და წყალჭრბი ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინანტია
კოლხური ტყე და წყალჭარბი ტერიტორიები – UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინანტი უნიკალური ადგილებია.
დაცული ტერიტორების სააგენტოს ცნობით, ნომინაციისთვის საბოლოო დოკუმენტაციის წარდგენა უახლოეს მომავალში იგეგმება.
პროექტს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), მიხეილ ზუკოვის ფონდისა და დაცული ტერიტორიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებს
“კოლხურ ტყეებში თავშესაფარი ჰპოვა მცენარეთა იმ უძველესმა სახეობებმა, რომლებიც მილიონობით წლის წინ, დედამიწის სხვადასხვა ადგილში გადაშენდნენ. ეს ის ადგილებია, რომელიც საქართველოს უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეს შეუნარჩუნებს… ადგილები, სადაც იქმნებოდა უძველესი ისტორია და ლეგენდები”, – მინაწერია სააგეტოს გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე.
პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობა, 2017 წლიდან ახორციელებენ. პროექტი გერმანიის გარემოს დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროსა და WWF-ის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.