ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ყურძნის სუბსიდირების სქემა იცვლება
03 ნოემბერი, 2022

ყურძნის სუბსიდირების სქემა იცვლება. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მენეჯმენტი განმარტავს, საუბარია ისეთი ტიპის ცვლილებაზე, რაც ხარისხიანი ყურძნის წარმოებას წაახლისებს და სახელმწიფოს საშუალებას მისცემს ფასის სუბსიდირებიდან გამოვიდეს.

„ზოგადად, სუბსიდირებას ობიექტური მიზეზები აქვს. ყველა ვაანალიზებთ, რომ დარგის გრძელვადიანი განვითარებისთვის უმჯობესია ნაკლებად ჩაერიოს სახელმწიფო საფასო კონიუნქტურაში. ამიტომ, ვმუშაობთ გარკვეულ სქემებზე, რომელიც წაახალისებს უფრო ხარისხიანი ყურძნის წარმოებას ან მოგვცემს საშუალებას ფასის სუბსიდირებიდან გამოვიდეთ. ამ ეტაპზე სამწუხაროდ, მეტს ვერ მოგახსენებთ. უკვე დაწყებულია ანალიზი გასული წლის და წლევანდელი რთველის და ამ ანალიზის საფუძველზე, უახლოეს მომავალში გვინდა შევიმუშაოთ და გარკვეული კორექტივები შევიტანოთ სუბსიდირების მოქმედ სქემაში,“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ლევან მეხუზლამ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს სავარაუდოდ, გარკვეული ფორმით, სუბსიდირების შენარჩუნება მაინც მოუწევს, ხოლო თუ როდის წარედგინება ახალი სქემა სექტორს, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

„ჩვენ გვინდა უახლოეს ხანში ეს დარგი ისე განვითარდეს რომ სრულად თვითკმარი და მდგრადი გახდეს. კონკრეტულ თარიღს ახლა ვერ გეტყვით, თუმცა, იმის გათვალიწინებით რომ ვენახში სამუშაოები უკვე თებერვალი-მარტში იწყება, რაც უფრო სწრაფად გამოვაცხადებთ მომავალი რთველის გეგმებს, მით უფრო უკეთესი იქნება“ - აცხადებს ლევან მეხუზლა „ბიზნესპარტნიორთან“.

ფოტო: elements.envato

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.